მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით!
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლების ენა: ინგლისური ენა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მეცნიერებების მაგისტრი / Master of Education Sciences
პროგრამაზე განსაზღვრული მისაღები ადგილების რაოდენობა: 15
გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამას
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- საერთო სამაგისტრო გამოცდა
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება საუნივერსიტეტო გამოცდით (მინიმალური ზღვარი 50 %) ან საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატით.
- მოტივაცია, ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები (შემოწმდება გასაუბრებით და სამოტივაციო წერილით)
- გასაურება - 30 (მინიმალური ზღვარი 50 %)
- სამოტივაციო წერილი - 20 (მინიმალური ზღვარი 50 %)
უპირატესობა მიენიჭებათ ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე და გერმანული ენის მცოდნე აპლიკანტებს
საბუთების მიღების ვადები და დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება მოგვიანებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისთვის - 2 250 ლარი,
უცხოელი სტუდენტებისთვის - 3 000 აშშ დოლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის. N11, ოთახი 110. (ორშაბათი – პარასკევი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე)
ელ. ფოსტა: programsinvet@tsu.ge